“საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე “დიფ სთეითის” მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას”, — განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ოცნების ხელისუფლება “ელოდება როდის შესუსტდება ის შავბნელი და ბოროტი ძალა, ის ომის ძალა, რასაც აშშ-ში დაარქვეს “დიფ სთეით”.
შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში “დიფ სთეითის” გავლენა შესუსტდება, რისი ნიშნებიც მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული ვითარება დროებითია და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობების დაძაბოს.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა “დიფ სთეითის” გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “დიფ სთეითის” გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.
მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით.
…ველოდებით როდის შესუსტდება ის შავბნელი და ბოროტი ძალა, ის ომის ძალა, რასაც აშშ-ში დაარქვეს “დიფ სთეით”, ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, რომელსაც სწყურია, რომ ჩვენი ქვეყანა გახადოს პროქსი სახელმწიფო, სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად და პირდაპირ ჩვენმა ქვეყანამ ასრულოს მათი დავალებები ზედმეტი კითხვების გარეშე”, — თქვა კირცხალიამ
