დონალდ ტრამპმა ვენესუელასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებები შეწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებები შეწყვიტა, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მცდელობები შეაჩერა და თავის სპეციალურ წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს, დიპლომატიური კონტაქტების შეწყვეტა დაავალა.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ვენესუელაში სარაკეტო დარტყმების განხორციელების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
ამასთან, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კარიბის ზღვის აუზში ვენესუელიდან გამოსულ გემებზე დარტყმებმა აშშ-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შედინება შეაჩერა.
შეგახსენებთ, აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებისთვის დაწესებული ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ბრალს ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კარტელებთან კავშირში სდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო