“ჰამასის” დელეგაციასა და ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შორის ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, – ინფორმაციას Deutsche Welle ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.
შარმ-ელ-შეიხში არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ისრაელის დელეგაციაც იმყოფება. ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანი ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევაა. კერძოდ, ისრაელისა და “ჰამასის” წარმომადგენლები, ასევე შუამავლები, შეერთებული შტატები, ეგვიპტე და კატარი, ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას განიხილავენ .
პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკმაოდ დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია.
„ვფიქრობ, „ჰამასი“ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე თანხმდება. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
