კრემლი – ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა განიხილეს, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები დეტალურად განიხილეს, მათ შორის ღაზის სექტორში ვითარების ნორმალიზების მიზნით -ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, მხარეებმა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს