ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ წარმატებით გამოიყენა „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები და დადგება დრო, როცა ის რეგულარულად გამოიყენებს საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებს

უკრაინამ წარმატებით გამოიყენა „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები და დადგება დრო, როდესაც ის რეგულარულად გამოიყენებს საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამინდელი მიზანია მაქსიმალურად გაიზარდოს „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩამოსაგდებად განკუთვნილი დრონების წარმოება.
„ამ აღჭურვილობის დეფიციტი ამჟამად არსებობს, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. იგივე ეხება უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტებს. არაერთხელ წარმატებით გამოვიყენეთ „ნეპტუნები“, ჩვენი ფრთოსანი რაკეტები. დადგება დრო, როდესაც ჩვენ შევძლებთ რეგულარულად გამოვიყენოთ ჩვენი საკუთარი ბალისტიკური რაკეტები. საკუთარი ეფექტური ბალისტიკა უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)