კრემლის პროპაგანდამ საქართველოს პროტესტები „გლობალისტების შეთქმულებად“ მონათლა

პუტინის ახლო გარემოცვის წევრი და ს საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი ამტკიცებს, რომ საქართველოში მიმდინარე აქციები არ წარმოადგენს თავისუფალი ხალხის პროტესტს.
დმიტრიევის თქმით, ეს არის „გლობალისტების მიერ ორგანიზებული შეთქმულება ქართული ოცნების წინააღმდეგ“.

„ერთი და იგივე სცენარი, რომელსაც მემარცხენეები და გლობალისტები კვლავ და კვლავ იყენებენ სასტიკი პროტესტების გასაღვივებლად და ხელისუფლებებისა და კანონის უზენაესობის შესარყევად,“ – დაწერა მან.

მეტიც, კრემლის პროპაგანდისტმა „X“-პლატფორმაზე დაწერა, რომ საქართველოში და -ში ერთი და იგივე ძალები ცდილობენ ხელისუფლების დამხობას და არეულობის დათესვას.

.
ბატონო რაჟდენ, თავისუფლების მოედანმა ორჯერ ვცადეთ დარეგისტრირება პარტიად და უარი გვითხრა ქ.ოცნებამ. ჰოდა, აი ახლა შეტანილი გვაქვს რეგისტრაციის დოკუმენტები, და პასუხს ველოდებით. გეაჯებით, იქნებ დააჩქარებინოთ რეგისტრაცია, რომ რამე სამართლებრივი საფუძველი გქონდეთ, რომ ასეთი მოთხოვნები გამოგვიგზავნოთ ხოლმე?!

რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას გავასაჩივრებ. თან პარტიად არ გარეგისტრირებდნენ და თან როგორც პარტიას გექცეოდნენ ხომ ცინიზმია. მაგრამ, რომც ვიყოთ პარტია, ასე პარტიის ნებისმიერი წევრის საბანკო ანგარიშებზე თუ უნდა ჰქონდეს წვდომა სახელმწიფოს, ეს ნიშნავს, რომ ა) პარტიაში არავის არ მოუნდება შესვლა და ბ) იმ პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაჰყავთ სასამართლოებში, იმის გამო, რომ ფიზიოლოგიური ხსნარი და პირბადე იყიდეს მაშინ, როცა გაზით წამლავდნენ მათ წევრებს, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი გადარიცხვა შეიძლება გახდეს იმის მტკიცების მოტივი, რომ რაღაც არაკანონიერს ჩადიხარ, – წერს სოციალურ ქსელში სიმონ ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც