ირაკლი ნადირაძის ადვოკატი – ჩვენი ვარაუდი გამართლდა, რომ არანაირი განსაკუთრებული სისხლის სამართლის საქმე ამ შემთხვევაში არ გვაქვს, მორიგ ჯერზე ხელისუფლების მცდელობაა აქციის დისკრედიტაციის, მუხტის ჩახშობის

ადვოკატის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. როგორც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, საქმეში მოწმე პოლიციელების ჩვენებები და თავად დაკავებულების საჯარო განცხადებებია „მთავარ მტკიცებულებად“.
„ის პოლიტიკური განცხადებები, რაც კეთდებოდა, ახლა ასახულია ორგვერდიან ბრალის დადგენილებაში, სადაც მტკიცებულებებად მხოლოდ მოწმის ჩვენებებია მოყვანილი. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, რომ არანაირი განსაკუთრებული სისხლის სამართლის საქმე ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს, მორიგ ჯერზე ხელისუფლების პოლიტიკური მცდელობა გვაქვს აქციის დისკრედიტაციის, მუხტის ჩახშობის.
მოწმეთა ვინაობა არ ვიცი, სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, სავარაუდოდ, სამართალდამცავები არიან. მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, მისი გადმოცემის შემდეგ გვეცოდინება, რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი. ბრალის დადგენილებას გავეცანით, გავაკეთეთ შენიშვნა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. თავად დაკავებული 5 ადამიანის საჯარო განცხადებებია თითქოს, მთავარი მტკიცებულებები ამ საქმეში“, – განაცხადა აბესაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე 5 პირს, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს ს და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ – ის ამას თავისით არ აკეთებს, უნდა ამოვიკითხოთ გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ

ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!