ილინოისის გუბერნატორი – დონალდ ტრამპმა ტეხასის ეროვნული გვარდიის 400 წევრის ილინოისში, ორეგონსა და სხვა ადგილებში განლაგების ბრძანება გასცა – ეს არის ტრამპის შემოჭრა

აშშ-ის ილინოისის შტატის გუბერნატორის, ჯეი ბი პრიცკერის განცხადებით, პრეზიდენტი ტეხასის ეროვნული გვარდიის 400 წევრის ილინოისში, ორეგონსა და შეერთებული შტატების სხვა ადგილებში განლაგებას გეგმავს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრიცკერი ტეხასის გუბერნატორ გრეგ აბოტს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერა და უარი თქვას კოორდინაციაზე“.
„ახლა ამას უნდა დავარქვათ ის, რაც არის: ტრამპის შემოჭრა. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა უნდა გაგზავნოს სამხედრო ჯარები სუვერენულ შტატში მათი ინფორმირების, თანხმობის ან თანამშრომლობის გარეშე. ჩვენს ეროვნულ გვარდიაში მომსახურე მამაცი მამაკაცები და ქალები არ უნდა იქნენ გამოყენებული პოლიტიკურ ბუტაფორიებად. ეს არის მომენტი, როდესაც ყველა ამერიკელმა უნდა გამოხატოს თავისი აზრი და ხელი შეუწყოს ამ სიგიჟის შეჩერებას“, – წერს „დემოკრატი“ გუბერნატორი.
ცნობისთვის, -ში ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გახშირდა. მომიტინგეები იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის აღსრულების ზომების წინააღმდეგ გამოდიან. პარასკევს, ილინოისის შტატის ქალაქ ბროუდვიუში გამართული საპროტესტო აქციების დროს ფედერალურმა აგენტებმა ათზე მეტი ადამიანი დააკავეს. მომიტინგეების დასაშლელად ე.წ. წიწაკის ბურთები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.