მსოფლიო ლიდერები უმაღლესი ხელფასებით – როგორია საქართველოს მონაცემები

მსოფლიოში დაკავებული პოზიციისთვის ყველაზე მაღალი ხელფასი სინგაპურის პრემიერს, ლოურენს ვონგს აქვს და წელიწადში 1.6 მლნ დოლარს აჭარბებს – ამის შესახებ აღნიშნულია PoliticalSalaries მსოფლიო ლიდერების რეიტინგში.

განახლებული რეიტინგის ათეულში მოხვდნენ შვეიცარიის, გერმანიის, ამერიკის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ახალი ზელანდიის, კანადისა და დანიის პოლიტიკური ლიდერებიც.

კერძოდ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკური ლიდერის ათეული და მათი ყოველწლიური ხელფასი ასე გამოყურება:

  • სინგაპურის პრემიერი, ლოურენს ვონგი – 1 695 000 დოლარი;
  • შვეიცარიის პრეზიდენტი, კარინ კელერ-სატერი – 603 000 დოლარი;
  • გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი – 417 000 დოლარი;
  • ავსტრალიის პრემიერი, ენტონი ალბანეზი – 400 000 დოლარი;
  • -ის პრეზიდენტი, – 400 000 დოლარი;
  • ავსტრიის კანცლერი, კრისტიან შტოკერი – 327 000 დოლარი;
  • ბელგიის პრემიერი, ბარტ დე ვევერი – 309 000 დოლარი;
  • კანადის პრემიერი, მარკ კარნი – 303 000 დოლარი;
  • ახალი ზელანდიის პრემიერი, კრისტოფერ ლუქსონი – 301 000 დოლარი;
  • დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიქსენი – 300 000 დოლარი.

რაც შეეხება საქართველოს, 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება გაიზარდა. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები და ა.შ. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს გამოსათვლელად შესაბამისი კოეფიციენტები გამოიყენება. ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო.

საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაც 2025 წლის მდგომარეობით 1 460 ლარს შეადგენს. ასე დაანგარიშების შემთხვევაში გამოდის, რომ პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი ამ თანამდებობებზე წლიურად 175 200 ლარს შეადგენს (საშემოსავლოს ჩათვლით).

იხილეთ ასევე: საქართველოში თანამდებობის პირების ხელფასები 2026 წლიდან გაიზრდება – ვის რამდენი ანაზღაურება ექნება

წყარო