არსებული ინფორმაციით, თბილისში, მოქალაქემ პოლიციელი დაჭრა

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი დაჭრა. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, პოლიციელს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
მათივე განცხადებით, მოხდა ჭრილობის დამუშავება და გაკერვა.
პოლიციელს კლინიკიდან ხვალ გაწერენ.
„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.