თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა.
შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი საპატრულო ეკიპაჟის მოწოდების შემდეგ, რომ ავტომობილი გაეჩერებინა, გაღიზიანდა და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი პოლიციელი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი დააკავა. (ტვ პირველი)
