კალაძე მესამედ – “ოცნების” შედეგების სტატისტიკა თვითმმართველობის ბოლო სამი არჩევნების მიხედვით

ცესკოს თანახმად, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ს ხმა მისცა 214 872 (71,58%) თბილისელმა.
კალაძის მერობის ისტორია იწყება 2017 წლიდან, როცა მან 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მაშინ კალაძემ 204 061 ხმა (51%) მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ალექსანდრე ელისაშვილსა (17,48%) და ზაალ უდუმაშვილს (16,59%).
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძეს, 2017 წელთან შედარებით, მეტმა თბილისელმა – 216 344 (45%) – დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა კონკურენტმა მ კი 163 489 (34%) ხმა მიიღო.
კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ შედეგები თვითმმართველობის ბოლო სამი ს მიხედვით (თბილისისა და საქართველოს მასშტაბით) ასე გამოიყურება:
2017 წლის 21 ოქტომბერი
· კახა კალაძე – 204 061 ხმა (51,09%)
· „ქართული ოცნება“ (თბილისი) – 205 994 ხმა (53,13%)
· „ქართული ოცნება“ (საქართველო) – 838 154 ხმა (55,81%)
2021 წლის 2 ოქტომბერი
· კახა კალაძე – 216 344 ხმა (45%)
· „ქართული ოცნება“ (თბილისი) – 193 486 ხმა (40,4%)
· „ქართული ოცნება“ (საქართველო) – 824 755 ხმა (46,7%)
2025 წლის 4 ოქტომბერი
· კახა კალაძე – 214 872 ხმა (71,58%)
· „ქართული ოცნება“ (თბილისი) – 212 207 ხმა (70,17%)
· „ქართული ოცნება“ (საქართველო) – 932 916 ხმა (80,79%)
ფორუმი