ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
სამინისტროს ცნობით, 30-მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
„ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან“ – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.




