სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდი-ს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დაკავებულია, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა.
მისივე თქმით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დარახველიძის განცხადებით, საგამოძიებო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილo.
