“თავისუფლების მოედანი” განცხადებას ავრცელებს

🔹 4 ოქტომბერს, მოქალაქეების უმეტესობა არ წავიდა ყალბ არჩევნებზე, მაგრამ შეიკრიბა რუსთაველზე, რათა კიდევ ერთხელ გამოეხატა საკუთარი წინააღმდეგობა “ოცნების” პოლიტიკის მიმართ, რამაც შექმნილი კრიზისი გამოიწვია.
🔹 სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორებმა არ იმოქმედეს პროტესტის ინტერესების შესაბამისად და საფრთხეში ჩააგდეს დემონსტრანტები.
🔹 ჩვენ ვთვლით, რომ უპასუხისმგებლობის ადგილი არ არის ჩვენს საერთო წინააღმდეგობასა და ქართულ პოლიტიკაში.
🔹 დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დემოკრატიული წინააღმდეგობისა და პროტესტის წარმატებისათვის, აუცილებელია მის სათავეში პრინციპულად ახალი სამოქალაქო და პოლიტიკური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები იდგნენ.
🔹 ჩვენ არ გვეშინია “ოცნების” მომავალი რეპრესიების, გვაქვს ნათელი სტრატეგია, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას და გვჯერა საბოლოო გამარჯვების.
🔹 პროტესტი გრძელდება, შემოგვიერთდით! გავაძლიეროთ ერთმანეთი და ერთად გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში.