ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს – იწვის მომიტინგეების მიერ აგებული ბარიკადები

ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება. პერიოდულად სპეციალური დანიშნულების რაზმი მათი მისამართით ე.წ გაზის კაფსულებს ისვრის.
მოქალაქეები, რომლებიც ადგილზე რჩებიან სკანდირებენ: “ბოლომდე, ბოლომდე!”.
პერიოდულად აქციის მონაწილეები ორბელიანზე სხვადასხვა ინვენტარით გაკეთებულ ბარიკადებს ცეცხლს უკიდებენ.
ამავე დროს აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება.