ლევან იოსელიანი – ხელისუფლება დემოკრატიულ ქვეყნებში იცვლება არჩევნების გზით, ყველა სხვა გზა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამაზე პასუხისმგებლობაა

პოლიციელს თუ ქვას ჩაარტყამ თავში, ბუნებრივია ამას მოჰყვება რეაგირება. ამაზე ხომ უნდა იფიქრო, როცა ამას აკეთებ?, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, ხოლო ყველა სხვა გზა არაკონსტიტუციურია და მოჰყვება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„ხელისუფლება დემოკრატიულ ქვეყნებში იცვლება არჩევნების გზით. ყველა სხვა გზა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და თუ ამის მოწოდებას აკეთებ, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ახდენ და ამაზე პასუხისმგებლობაა. ყველას გააზრებული აქვს, იმ ახალგაზრდებს, ვინც პრეზიდენტის სასახლეს მიაყენეს და შეუშვეს, ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს?
ასეთი რაღაც რომ ხდება, მერე ვიღაც პოლიციელს ჩაარტყამს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ერთი პოლიციელი ისე ცუდად არის, გამოაცხადეს, რომ ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა, ვიღაცამ ამ პოლიციელს ჯანმრთელობა ასე დაუზიანა. ამას ხომ შედეგები მოჰყვება? პოლიციელს თუ ქვას ჩაარტყამ თავში, ბუნებრივია ამას მოჰყვება რეაგირება. ამაზე ხომ უნდა იფიქრო, როცა ამას აკეთებ. უნდა აიღო ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა