უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს კიდევ 2,5-მილიარდიან სამხედრო დახმარებას

წელს დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას, რაც 200 მილიონით მეტია გასული ორი წლის განმავლობაში გაწეულ დახმარებაზე. თანხის ნაწილი დაიხარჯება უპილოტო საფრენი აპარატების შეძენისა და წარმოებისთვის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს, 12 იანვარს, კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ს. ისინი ხელს მოაწერენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრი სუნაკი უკრაინაში პირველი ვიზიტით 2022 წლის ნოემბერში იმყოფებოდა.
ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინამ ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება -ის შემდეგ სწორედ დიდი ბრიტანეთისგან მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედინა პირს, რომელმაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს თურქეთში რამდენიმე ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის მფარველობისთვის ქრთამი შესთავაზა

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამისს გადაწყვეტილებებს