ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – 64-ე მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვულოცავ – დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ჩემს ბათუმელებს

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა რადიკალური გზა აირჩია, უარი თქვა ყველაზე დემოკრატიულ პროცესზე, რომელსაც არჩევნები ჰქვია, – ამის შესახებ ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იგი, ასევე, ეგზიტპოლის შედეგებსაც გამოეხმაურა და ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, 64-ე მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვულოცავ. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ჩემს ბათუმელებს, რომლებიც მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ნდობა გამომიცხადეს.
ჩვენი ქალაქის მშვიდობიანი შენარჩუნება არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა [ოპოზიციამ] რადიკალური გზა აირჩია, უარი თქვა ყველაზე დემოკრატიულ პროცესზე, რომელსაც არჩევნები ჰქვია“, – აცხადებს გიორგი ცინცაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო