არმაზ ახვლედიანი: ივანიშვილ-კობახიძის დანაშაულებრივ კლანთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ ის ფსევდოოპოციზიაც, რომელმაც დღეს ეს უპატიებელი მასკარადი მოაწყო

ივანიშვილ-კობახიძის დანაშაულებრივ კლანთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ ის ფსევდოოპოციზიაც, რომელმაც დღეს ეს უპატიებელი მასკარადი მოაწყო, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წევრს.

ახვლედიანი წერს იმასაც, რომ პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ ისიც, “ვინც რეჟიმის სატელიტობა ყალბ არჩევნებში მონაწილეობით დაადასტურა“.

“საუბედუროდ, გამართლდა ყველაზე პესიმისტური პროგნოზი:

ივანიშვილ-კობახიძის რუსული რეჟიმის ღია თუ ფარული მკვებავი არტერიები კვლავ მოვიდნენ ბოროტმოქმედებაში და ამჯერადაც ზურგში მახვილი ჩასცეს უამრავი გულანთებული მოქალაქის ხანგრძლივ, დაუღალავ, მტკიცე პროტესტს. ეს ბინძური, უპასუხისმგებლო პროვოკაცია და დანაშაულია!

უკვე საბოლოოდ გაცხადდა ყველა პოლიტიკური ნაძირალას რეალური სახე, რომლებიც ამბიციებით თუ სხვა უკეთური განზრახვით ამ კრიმინალური რუსული დაჯგუფების წისქვილზე ასხამენ წყალს!

ივანიშვილ-კობახიძის დანაშაულებრივ კლანთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ ის ფსევდოოპოციზიაც, რომელმაც დღეს ეს უპატიებელი მასკარადი მოაწყო და ისიც, ვინც რეჟიმის სატელიტობა ამ ყალბ არჩევნებში მონაწილეობით დაადასტურა!

ერთადერთი, უალტერნატივო გზა ოცნების 13-წლიანი აღვირახსნილი უკანონობის დასასრულებლად და სამართლებრივი სახელმწიფოს შესაქმნელად დღეს სრულიად ახალი, მოუსყიდველი, კეთილგონიერი, ეროვნულად და დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეების შექმნილ პოლიტიკურ ერთობაზე გადის! – “არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!” – წერს არმაზ ახვლედიანი.