ივანიშვილი: ვიჭერთ სიტუაციას, როგორ შეიძლება 80 % პარტიას მხარს უჭერდეს და 10 00-მა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია!

ვიჭერთ სიტუაციას, როგორ შეიძლება 80 % პარტიას მხარს უჭერდეს და 10 00-მა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია! – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს.

განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.

„დღეს გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს, მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან და დღესაც თუ ადევნებთ თვალს მცდელობა აქვთ, მათ კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ ქუჩიდან რამე გააკეთონ, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნე და ნახეთ, რამდენი არიან. როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია“, – განაცხადა ივანიშვილმა.