რეპერ P.Diddy-ის ოთხ წელზე მეტი ხნით მიესაჯა პატიმრობა

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ოთხი წლითა და ორი თვით მიუსაჯა პატიმრობა რეპერ შონ კომბსს, რომელიც P. Diddy-ის სახელითაა ცნობილი, იუწყება CNN-ი.
კომბსი 2024 წლის სექტემბერში დააპატიმრეს და მას შემდეგ ბრუკლინის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. ივლისში ნაფიცმა მსაჯულებმა რეპერი დამნაშავედ ცნეს ადამიანების გადაყვანაში, მათი პროსტიტუციაში ჩართვის მიზნით. ამასთან, რეპერს მოუხსნეს უფრო სერიოზული ბრალდებები, რომლებიც ეხებოდა რეკეტს და ადამიანებით ვაჭრობას – რითაც მან თავი დააღწია სამუდამო პატიმრობის მისჯის საფრთხეს.
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ რეპერი 20 წლის განმავლობაში აიძულებდა თავის პარტნიორ ქალებს, მონაწილეობა მიეღოთ სექსუალური შინაარსის “წვეულებებში”, სექს-სამუშაოში ჩართულ მამაკაცებთან. მოწმეები ლაპარაკობდნენ შანტაჟზე, მუქარებზე, ძალადობასა და მიმდინარე მოვლენების ვიდეოთი გადაღების შემთხვევებზე.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სექსუალური შინაარსის ქმედებები ხორციელდებოდა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, ხოლო ბრალდებები იყო ეჭვიანობის და უწინდელი ურთიერთობების გადასინჯვის შედეგი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია