„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წევრები – „ქართული ოცნება“ ტრადიციულად აგრძელებს არჩევნების და ამომრჩევლის მიმართ ზეწოლას

„ქართული ოცნება“ ტრადიციულად აგრძელებს ს და ამომრჩევლის მიმართ ზეწოლას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ს ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ბათუმის მე-15-ე საარჩევნო უბნის წინ, მიკროავტობუსი დგას, საიდანაც ფულს არიგებენ და ამომრჩევლის ნებას აკონტროლებენ.
„25-ე უბანზე იყო შემთხვევა – კომისიის წევრმა უბანზე შემოსულ შვილს ჩანთიდან მიაწოდა პირადობა, იმავე ჩანთაში ჩვენმა წარმომადგენელმა დააფიქსირა რამდენიმე პირადობა, ჩვენი წარმომადგენლის წინააღმდეგობის მიუხედავად კომისიის ეს წევრი გაჰყვა გადასატან ყუთს.
ბათუმის მე-15 უბნის წინ დგას მიკროავტობუსი, საიდანაც არიგებენ ფულს და აკონტროლებენ ამომრჩევლის ნებას. აგრესიული არიან მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართ.
ბათუმში 22-ე უბანზე ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორს უჩა აბრამიშვილს მიჰყავს ამომრჩევლები და ადგილზე სიებს ამოწმებს. ბათუმის თითქმის ყველა უბანთან კანონდარღვევით დგანან სიებით და აკონტროლებენ ამომრჩევლის ნებას, რაც საარჩევნო კანონით აკრძალულია, მოგეხსენებათ უბნიდან 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ხალხმრავლობა.
შუახევში მე-15 უბანში მწყობრიდან გამოვიდა ხმის მიცემის ერთ-ერთი აპარატი.
დაბა ოჩხამურში კომისიის წევრები არიან სკოლის დირექტორი და მასწავლებლები და ამომრჩევლებს ღიად მიუთითებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. ასევე, ამავე უბანზე უბნის გახსნიდან 2 საათის მერე ჩაირთო კამერები.
დაფიქსირდა რამდენიმე უბანზე მოქალაქეების სიაში არყოფნა“, – აღნიშნეს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა.