რიკოთზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

რიკოთზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი – ერთი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი