კირ სტარმერი და ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს ეხმაურებიან

„ჰამასის“ მიერ აშშ-ის გეგმაზე თანხმობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, – ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს.
„ახლა არსებობს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ბრძოლა დასრულდეს, მძევლები სახლებში დაბრუნდნენ და ჰუმანიტარულმა დახმარებამ იმ ადამიანებამდე მიაღწიოს, ვისაც ეს სჭირდება. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ შეთანხმების განხორციელება დაიწყონ. დიდი ბრიტანეთი მზადაა მხარი დაუჭიროს შემდგომ მოლაპარაკებებს“, – აცხადებს კირ სტარმერი.
„ჰამასის“ პასუხს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერციც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შანსია“.
„გერმანია დონალდ ტრამპის მოწოდებას მხარს სრულად უჭერს. მძევლების გათავისუფლება უნდა მოხდეს. „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს. ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თითქმის ორი წლის შემდეგ, ეს მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შანსია“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო