არჩევნებში მონაწილეობა, ხალხის აზრის პატივისცემა არის ერთადერთი სწორი გზა ქვეყნის ნორმალური განვითარების, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხის აზრის უგულებელყოფა, არჩევნებისთვის გვერდის ავლა და ბოიკოტი, ეს არის პირდაპირი გზა 90-იანების განუკითხაობაში დაბრუნების.
„დილიდანვე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. არჩევნებში მონაწილეობა, ხალხის აზრის პატივისცემა არის ერთადერთი სწორი გზა ქვეყნის ნორმალური განვითარების, ხოლო არჩევნების უგულებელყოფა, ხალხის აზრის უგულებელყოფა, არჩევნებისთვის გვერდის ავლა, ბოიკოტი, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი გზა 90-იანების განუკითხაობაში დაბრუნების, რასაც ჩვენ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
