– „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით 18:00 საათამდე უნდა იქნას მიღწეული – თუ არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება

თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება, რომელიც აქამდე არავის არ უნახავს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით 18:00 საათამდე უნდა იყოს მიღწეული.
“გაათავისუფლეთ ყველა მძევალი, დააბრუნეთ გარდაცვლილთა ცხედრები, ახლავე! „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით საღამოს 6:00 საათამდე უნდა იქნას მიღწეული. შეთანხმებას ყველა ქვეყანა შეუერთდა! თუ ეს უკანასკნელი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება, რომელიც აქამდე არავის უნახავს”, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, “ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ნებისმიერ ფასად იქნება მიღწეული”.
“ყველა უდანაშაულო პალესტინელს ვთხოვ, დაუყოვნებლივ დატოვოთ შესაძლო სამომავლო სიკვდილის სივრცე, ღაზის უფრო უსაფრთხო ნაწილებში გადადით. ყველას მოგივლით ხალხი, რომელსაც დახმარება სურს. თუმცა, „ჰამასისთვის“ საბედნიეროდ, მათ ბოლო შანსი მიეცემათ”,-წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან