პაპუაშვილი: იზრუნოს პაატა ბურჭულაძემ მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება

“პაატა ბურჭულაძემ ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორად დაიფიქსირა თავი” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან მსოფლიო ბანი გააფრთხილა, რომ იზრუნოს, რამე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, რადგან “ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება”. 

წინა შემთხვევებში თუკი ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ და შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ, როცა ძალადობა იყო, ხან იტყოდა, რომ წრე დავარტყათ პარლამენტს და მერე ამბობდა, მე რა შუაში ვარ, მე რატომ დამიჭერთო, პაატა ბურჭულაძემ ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორად დაიფიქსირა თავი, ანუ რაც კი მოხდება, რამე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი ის არის. რა თქმა უნდა, ყველა სხვაც, “ნაციონალური მოძრაობა”, NGO-ები, რომლებიც არიან თანაორგანიზატორები, მაგრამ იურიდიულად მან ეს უკვე გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ასე, რომ იმაზე იზრუნოს, რომ მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფერში,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.