დრონებმა შეაფერხეს მიუნხენის აეროპორტის მუშაობაც

გერმანიის ქალაქ მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია იძულებული გახდა თვითმფრინავების გამგზავრება და მიღება შეეჩერებინა მას შემდეგ, რაც აეროპორტის რაიონში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს.
მიუნხენის აეროპორტის ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ღამით ვერ შესრულდა 17 რეისი. შეფერხება 3000-მდე მგზავრს შეეხო.
მიუნხენის აეროპორტმა ვერ მიიღო 15 რეისი. ეს თვითმფრინავები შტუტგარტის, ნიურნბერგის, ფრანკფურტისა და ვენის აეროპორტებში გაგზავნეს.
პოლიციამ მიუნხენის აეროპორტის რაიონში დრონების გამოჩენის გამო გამოძიება დაიწყო.
2025 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში დრონების გამოჩენამ აეროპორტების მუშაობა შეაფერხა დანაისა და ნორვეგიაშიც. უპილოტო საფრენი აპარატების წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ინციდენტებთან კავშირი აქვს რუსეთს, რომელიც ამას უარყოფს.
სექტემბერში დრონებითა და რუსული გამანადგურებლებით თავიანთი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ განაცხადეს პოლონეთმა, ესტონეთმა და რუმინეთმა.
28 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტანკერებს იყენებს ევროპის ქვეყნების მიმართულებით დრონების გასაშვებად და სამართავად, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ბალტიის და სხვა ზღვები დაიხუროს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!