– უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk-ის რაკეტების მიწოდება ესკალაციის სრულიად ახალი ეტაპი იქნება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk-ის რაკეტების მიწოდება ესკალაციის თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება.
„დააზიანებს თუ არა ეს ჩვენს ურთიერთობებს, რომელშიც გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა? რა თქმა უნდა, დააზიანებს, მაგრამ როგორ შეიძლება არ დააზიანოს? Tomahawk-ის ტიპის რაკეტების გამოყენება ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს ესკალაციის სრულიად ახალი, თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება, მათ შორის რუსეთსა და -ს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა პუტინმა.
სექტემბრის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დახურული შეხვედრის დროს შეერთებულ შტატებს Tomahawk-ის ტიპის რაკეტები სთხოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინის მოთხოვნას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, Tomahawk-ის შეძენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ Tomahawk-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 2 500 კმ-ია.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!