– გარკვეული პრობლემები გვაქვს უნგრეთთან, ვინაიდან ორბანს აქვს

პრობლემები გვაქვს უნგრეთთან, ვინაიდან ორბანს აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის გადაწყვეტილებებს ერთსულოვნება სჭირდება.
“გარკვეული პრობლემები გვაქვს უნგრეთთან, ღიად შეგვიძლია ამაზე საუბარი, ვინაიდან ორბანს არჩევნები აქვს. ვფიქრობ, რომ ეს სულელურია – მხოლოდ იმიტომ, რომ მას არჩევნები აქვს, დიდი, 40-მილიონიანი ერის ევროკავშირისკენ გზაზე ბლოკირება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო სწორედ უკრაინის არჩევანის გამო.
“სწორედ ევროპისადმი შეერთების ჩვენი სურვილისა და არჩევანის გამო, ვინაიდან ვგრძნობთ და ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, რასაც სხვა ევროპული სახელმწიფოები”.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს გამოცემა Politico-მ ხუთ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა უძღვება ძალისხმევებს, რომ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა კვალიფიციური უმრავლესობით შეიძლებოდეს და არა მხოლოდ ერთსულოვნად.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!