– პუტინი ტრამპს ატყუებდა, რომ ორ თვეში დაიპყრობდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს

პუტინი ტრამპს ატყუებდა, რომ ორ თვეში დაიპყრობდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“პუტინი ცრუ ინფორმაციას აწვდიდა ტრამპსა და მის გუნდს, რომ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდნენ, რომ ჩვენს ოკუპაციას მოახდენდნენ, რომ ერთ თვეში პოკროვსკში იქნებოდნენ, ხოლო ორ თვეში ლამის უკრაინის მთელ აღმოსავლეთს დაიპყრობდნენ, ხოლო შემდეგ წავიდოდნენ ხარკოვზე, დნეპრზე და შემდეგ კიევში”,-განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსები რაღაც რუკებისა და ძალიან უცნაური სქემების დემონსტრაციას ახდენდნენ.
“ბევრი რამ ვნახე და საჭიროა ყველა ამ ნარატივების დამსხვრევა. და სწორედ ამას აკეთებენ ჩვენი სამხედროები, და სწორედ ამას აკეთებს ჩვენი დიპლომატიური გუნდი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!