თავისუფლების მოედანზე გელა ხასაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა – საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან პარლამენტთანაც

„გაათავისუფლეთ გელა ხასაია“, – ამ ლოზუნგით თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
გელა ხასაიას მხარდასაჭერად თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გელა ხასაია ციხეში „სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად“ აღმოჩნდა. მათივე თქმით, ის და ყველა „სინდისის პატიმარი“ უნდა განთავისუფლდეს.
აქციაზე იკრიბებიან პარლამენტთანაც, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ტრადიციულად ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
თბილისში 309-ე დღე, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო