„ჰუსიტები“ – ავიაიერიშები ვერ შეაკავებს იემენს, მხარი დაუჭიროს ღაზას და პალესტინელებს

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში სკენ მიმავალ ან ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმებს განაგრძობენ.
„ჩვენი სამიზნე იყო და იქნება ისრაელის გემები ან ის გემები, რომლებიც მიემართებიან ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ“, – წერს დაჯგუფების პრესსპიკერი, მუჰამედ აბდულსალამი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი მტკიცებით, იემენის წინააღმდეგ -სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამართლება არ აქვს.
„ვადასტურებთ, რომ იემენის წინააღმდეგ ამ აგრესიას აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან წითელ და არაბეთის ზღვებში საერთაშორისო ნავიგაციისთვის საფრთხე არ არსებობს“, – აცხადებს მუჰამედ აბდულსალამი.
მისი თქმით, აშშ და გაერთიანებული სამეფო ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ დარტყმები შეაკავებს იემენს, მხარი დაუჭიროს ღაზას და პალესტინელებს.