„წამომხტარიყავი და დაგეყვირა ძირს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი! უფრო პატივსაცემი იქნებოდი დედას გეფიცები“ – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს

„წამომხტარიყავი და დაგეყვირა ძირს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი! უფრო პატივსაცემი იქნებოდი დედას გეფიცები“ – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი ზე წერს, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-7 სამიტზე იმყოფება:
„ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დღეს დარბაზში, სადაც მთავარი თემა ს აგრესიის შეჩერება იყო. ყველა ამაზე ლაპარაკობდა – სამხედრო შეკავება, ჰიბრიდული ომის შეკავება, იქ ზელენსკი ევროპასთან ერთობლივ თავდაცვაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე ლაპარაკობდა, აქეთ მაკრონი იმაზე, რომ რუსეთი სულაც ვერ იგებს ომს და კარგია, რომ ტრამპიც მიხვდა ამას. სანდუ ყვებოდა, როგორ აღკვეთა რუსული ფულის ტრიალი მოლდოვაში და მაგათი საინფორმაციო და კიბერ შეტევები, მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს დახმარებისთვის, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისთვის. ნუუ,სტარმერი და ტუსკი გასაგებია რაზეც ილაპარაკებდნენ. მოკლედ, იჯდა ხალხი, ევროპელები და თავის ევროპულ ამბებს არჩევდნენ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ერთიან საფრთხეზე, ერთობლივ ბრძოლაზე, გეგმებზე, როგორ გახადონ ევროპა უფრო დაცული და მდიდარი. ერთმანეთს ამხნევებდნენ, მადლობას ეუბნებოდნენ. და ამ დროს ხმაჩაკმენდილი იჯდა იქ კაცი, რომელიც ამათ ყველას მტრად თვლის და დიფსთეითის აგენტებად, ში ომის დაწყებაში ზელენსკის ადანაშაულებს, ევროპას მომაკვდავს ეძახის, საქართველოში დასავლური ფული აკრძალა, ეს ყველა საქართველოს მტრად გამოაცხადა, საქართველოს განადგურების მცდელობას აბრალებს, დღედაღამე ყვება, რომ ევროპა და ევროპული ბიუროკრატია ბოროტებაა და რა ვიცი კიდევ რას აღარ. ხოდა, შე მაიმუნო, დაგპატიჟეს რაღაც გუგებარი მიზეზის გამო, რას მიეხეტები მაშინ, თუ მაგათ ყველას ბოროტებად და მტრად თვლი? ან წამომხტარიყავი შუა დისკუსიებში და დაგეყვირა ძირს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი! უფრო პატივსაცემი იქნებოდი დედას გეფიცები.“

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჟვანია: გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძე, გულმხურვალე ხელოვანი, თავისი გულწრფელობის და ღალატის მსხვერპლია… მისი სახელი გამოიყენეს… ის კი ისეთი ამაყია, ამას, ეჭვი მაქვს, არ აღიარებს და ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს…

მაია ორჯონიკიძე: ბოლო ორი დღეა ბჭობა მიდის იმაზე-4 ოქტომბერს ხალხს ლიდერი არ ჰყავდა, აბა რა ექნათო და ბევრმა იმ ხუთ თავდადებულ კაცს შეახოცა ხელი-გეგმა არ ჰქონდათ და ეს ყველაფერი პროვოკაცია იყოო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს