ქართველი სპორტსმენები ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონობის შანსს ოთხივე წონით კატეგორიაში ინარჩუნებენ

კატერინში გამართულ მსოფლიო სერიების მეოთხე ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჯემალ კილაძის შეგირდებიდან ყველაზე წინ კვლავ მამუკა კორძაიაა, +90კგ წონით კატეგორიაში ქართველ სპორტმენს წელს ოქრო და 2 ვერცხლი აქვს და 30 700 ქულით რეიტინგში პირველ ადგილზეა.
დათო ფირუზაშვილი (90კგ) 22 500 ქულით უკრაინელ სპორტსმენთან ერთად რეიტინგის თანალიდერია. რეიტინგში მეორე ადგილებს 23 300 მოპოვებული ქულით ნიკა კენჭაძე(80კგ) და 28 000 ქულით ლევან ქელეხსაშვილი (70კგ) იკავებენ.
მსოფლიო სერიების ფინალურ მე-5, დასკვნით ეტაპს, რომელზედაც მსოფლიო ჩემპიონებიც გამოვლინდებიან, 17-19 ოქტომბერს ეგვიპტის ქალაქი, ალექსანდრია უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ეს ფოტო კი უკრაინაშია გადაღებული… მიდის პატარა კაცი, თავის მიწასთან გასწორებულ ქალაქში, დაბომბილი ბავშვობით… მიდის, მხოლოდ მან იცის სად და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, იმხელა სევდა მიაქვს…

ლევან სუთიძე: მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდა: მეუფე ისაიას ცხენით სიარული და რუსეთზე გაკეთებული განცხადებები არაფერს ნიშნავს პატრიარქობისთვისო – ეს თქვა სახელის უთქმელად