ასი მილიონი ადამიანი იყენებს ChatGPT-ს ყოველ კვირას. ამის შესახებ OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა დეველოპერების კონფერენციაზე განაცხადა. დეტალებს The Verge აქვეყნებს.
გაშვებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ChatGPT აღიარებულია, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია ისტორიაში. მისი გაშვებიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ, დაახლოებით 100 მლნ ადამიანი იყენებდა მას ყოველთვიურად.
ეს მაჩვენებელი მართლაც შთამბეჭდავია, რადგან, Facebook-ს დაახლოებით 4.5 წელი დასჭირდა 100 მილიონი მომხმარებლისთვის; Twitter-ს – 5 წელზე მეტი; Instagram-ს კი სულ რაღაც 2 წელზე მეტი.
ChatGPT-ის რეკორდი Meta’s Threads-მა გადააჭარბა, რომელმაც 100 მლნ მომხმარებელს ივლისში გაშვებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მიაღწია. მაგრამ Threads-ის რიცხვი შემცირდა მომდევნო თვეებში, ოქტომბრის მდგომარეობით, ყოველთვიურად 100 მილიონზე ნაკლები აქტიური მომხმარებელი გყავდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ოფიციალური მონაცემები OpenAI-დან და არა მესამე მხარის შეფასებები. რაც შეიძლება იმის მცდელობა იყოს, გადაფარონ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ChatGPT-ის პოპულარობა კლებას იწყებს.