ლაშა ტუღუში – ძალიან სახიფათო სიტუაციაა – მთავარი პრობლემა სწორედ ოპოზიციიდან მოდის, მათ კრიტიკულ დროს ვერ მოახერხეს გაერთიანება, იმედი მაქვს, რაღაც მომენტში შეძლებენ

რუსეთს და კრემლს, რა თქმა უნდა, ის სურს, რომ აქ ქართველები ერთმანეთს დაერიონ, – ამის შესახებ “ლიბერალური აკადემიის” ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
როგორც ტუღუშმა აღნიშნა, მთავარი პრობლემა ოპოზიციიდან მოდის, რადგან მათ კრიტიკულ მომენტში ერთიანობა ვერ მოახერხეს.
“ცოტა კარიკატურული ტოტალიტარიზმია. რუსეთს და კრემლს, რა თქმა უნდა, ის სურს, რომ აქ ქართველები ერთმანეთს დაერიონ. ახლაც ხომ ძალიან პოლარიზებულია, გაყოფილია, ერთმანეთს ძალიან ცუდად ვუყურებთ უკვე მერამდენედ, მაგრამ რაღაც იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ იმიტომ, რომ ასეთი დამოკიდებულება რომ ყოფილიყო 90-იან წლებში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უარესი სცენარი განვითარდებოდა, ვიდრე იყო. უბრალოდ, ხალხი მიხვდა, რომ რაღაც უნდა მოითმინოს, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ზღვარი. ძალიან სახიფათო სიტუაციაა.
ერთის მხრივ, გასაგებია, რომ ასე გაგრძელება წარმოუდგენელია. მთავარი პრობლემა სწორედ ოპოზიციიდან მოდის. შიდა პრობლემა, რომ მათ ვერ მოახერხეს გაერთიანება ყველაზე კრიტიკულ მომენტში, რათა ჰქონოდათ ერთიანი პოზიცია. დღესაც რას ლაპარაკობენ ერთმანეთზე. ჩემი აზრით და ამას ისტორიაც აჩვენებს, რომ ეს არის სტრატეგიული შეცდომა ამ პარტიების. იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში შეძლებენ გაერთიანებას იმიტომ, რომ უბრალოდ უფლება აღარ აქვთ, არ გაერთიანდნენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა