სოხუმის ცნობით, ახალი აეროპორტი უკვე 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

ახალად გახსნილი აეროპორტი სოხუმში უკვე 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განაცხადა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს.
„[სოხუმის აეროპორტი] დღემდე უკვე 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ჩვენთვის ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია, რომ სტრატეგიულ მოკავშირესთან ერთად სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ“, – თქვა ბარციცმა.
მან ასევე აღნიშნა, აეროპორტი რუსეთის მხარდაჭერით აღადგინეს.
„სიხარულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური განხორციელებული პროექტი ჩვენი საერთაშორისო აეროპორტია“.
სოხუმის აეროპორტი 2025 წლის მაისში, 32-წლიანი პაუზის შემდეგ მოსკოვის მხარდაჭერით ამოქმედდა. სოხუმიდან რეისები ხელმისაწვდომია მოსკოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, ხანტი-მანსისკში და სანქტ-პეტერბურგში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ნაცვლიშვილი – 2012 წელს რევოლუციური ცვლილება იყო, მაგრამ სისტემის ცვლილება იმ ფორმით, რა მოლოდინიც არსებობდა, არ მომხდარა – „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა მონოლითური პარტია, სადაც პოლიტიკოსები აღარ არიან

გიორგი ებრალიძე: ბატონო “მავანნო” რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი? ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ