გია ვოლსკი – პაატა ბურჭულაძე თავისი ტანით დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის – „ნაცმოძრაობის“ აზრი იყო, რომ სისხლი უნდა დაიღვაროს, პაატას კი ხალხის შეცდომაში შეყვანა უნდა, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება

პაატა ბურჭულაძე თავისი ტანით ქართულ დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის ­- საერთოდ, არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდა, თითქოს, 4 ოქტომბრის აქცია მშვიდობიანი იქნება.
„ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძის თემა გახდა აქტუალური, ვინაიდან მან გადაწყვიტა რაღაც წარმოუდგენელი, ფანტასმაგორიული სცენარებით გაიტანოს თავი და შეინარჩუნოს პოპულარობა ამ ოპოზიციურ მოძრაობაში. მე ვიტყოდი, რომ თვითონ, თავისი სხეულით, ტანით ქართულ დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის. საერთოდ, არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქედან გამომდინარე, “ნაცმოძრაობას” სხვა არაფერი დარჩა თუ არა გამოვიდეს ღიად, გახსნას კარტი და პირდაპირ თქვას ის, რაზეც დიდი ხანია უარს ამბობდა. “სისხლი უნდა დაიღვაროს” იყო მათი აზრი და ეს აზრი უკვე ხმოვანი გახდა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდა პაატას, რომ ეს იქნება მშვიდობიანი [აქცია] და არაფერი არ მოხდება. ამის დასადასტურებლად რაღაც წარმოუდგენელ სულელურ კომენტარებს აკეთებს მედიის საშუალებით. “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი გეგმა ჰქონდა და აქვს. ეს გეგმა უკავშირდება ს ხელისუფლებაში დაბრუნებას. ანუ, ისეთი ხელისუფლების დაბრუნებას, რომელიც ყველაფერზე წავა,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია