მარია ზახაროვა ზელენსკისა და სანდუს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია სპუტნიკთან საუბარში ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მ საქართველოზე ისაუბრა.

სპუტნიკის ჟურნალისტმა ზახაროვას დაუსვა შეკითხვა, რომელიც ეხებოდა ს მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომ “ევროპამ საქართველო დაკარგა” და გაყალბებულ ვიდეოს, რომელშიც თითქოს მაია სანდუ საქართველოს რუსეთის კოლონიას უწოდებდა. ვიდეო, რომელშიც მოლდოვის პრეზიდენტი ფიგურირებს, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მითების დეტექტორის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ვიდეო ყალბი იყო. ფაბრიკაციისთვის გამოყენებულ იქნა 29 სექტემბრის მიმართვა, რომლის დროსაც სანდუს საქართველოზე არ უსაუბრია. დადგინდა, რომ ვიდეო, მისი ხმა და ტექსტი ს მიერ არის დამუშავებული.

ზახაროვამ ზელენსკი და სანდუ ქართველი ხალხის შეურაცყოფაში, დასავლეთი კი საქართველოს ე.წ. “დაქენსელებაში” დაადანაშაულა.

“ეს ამპლიტუდა უბრალოდ გასაოცარია. საუბარია არა სიტყვებზე, რომლებიც მიემართება საქართველოს ხელისუფლებას, არამედ, პრინციპში, საუბარია საქართველოსა და მისი ხალხის შეურაცხყოფაზე. რატომ? ესეც კურატორების შეკვეთილია… ეს შეურაცხყოფები მიმართულია ქართველი ხალხისკენ, გესმით? პოლიტიკური მოღვაწეების გარჩევის გარეშე, განზოგადებით. ეს არის სწორედ პოლიტიკური გაუქმების კულტურა (ინგლ. Cancel Culture), ეს არის პოლიტიკური უკულტურობა, რომელსაც უკვეთს დასავლეთი, აჭერს ამ ღილაკს, როცა სჭირდებათ ზეწოლა.” – თქვა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაამართლა ქართული ოცნება, რომ მათ “რუსული კანონის” სახელით ცნობილი კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიიღეს.

“მე საერთოდ არ მესმის, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების კრიტიკაც კი იმისთვის, რასაც ისინი კანონმდებლობასთან მიმართებით აკეთებენ, თუ ეს კანონმდებლობა არ აზიანებს, მაგალითად, დიასპორას…

მაგრამ თუ ეს კანონი ეხება საქართველოს შიდა სივრცეს, არავის ამცირებს, არ ზღუდავს არავის უფლებებს, რომლებიც დაკავშირებულია სხვა ქვეყნებთან და ეს არის არჩევანი, რომელსაც აკეთებენ საქართველოს კანონიერი წარმომადგენლები საკუთარ ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში, არავის აქვს უფლება მათ უთხრას, სჭირდებათ თუ არა ეს… შეიძლება იყოს კანონები, საკანონმდებლო აქტები, ინიციატივები, რომლებსაც შემდეგ გამოაცხადებენ არასაჭიროდ, განუხორციელებლად, არაეფექტურად, შეიძლება ასეც იყო, არის ასეთი მრავალი მაგალითი, მაგრამ სწორედ ამაშია თავისუფლება. ასეთია თავისუფლება და რატომღაც, სწორედ ამ ნაწილში, დასავლეთი უარს ეუბნება სხვებს დემოკრატიასა და თავისუფლებაზე.” – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვას მტკიცებით, ამჟამად საქართველოში საშინაო სივრცე დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე წარიმართება. მან ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც.

“ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ამოქმედებენ საქართველოს მოსაზრების გაუქმებას (რედ. – “დაქენსელებას”), პრინციპში საქართველოს გაუქმებასა და გაუთვალისწინებლობას, რომ ეს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც არაა დაკავებული საგარეო მოდელირებით, რომელიც არაა დაკავებული საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ საქართველოს ახლანდელ საზღვრებში დარჩენილი ხალხის შემადგენლობის რელიგიური, ეთნოკულტურული, ეთნოკონფესიალური გარდაქმნით. არა. ეს არის საქართველო, რომელიც საკუთარ საშინაო სივრცეს წარმართავს დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე და ეს არ მოსწონთ. სწორედ აქედან მომდინარეობს ველური, ცხოველური შეურაცხყოფები.

მაგრამ როცა იყო არანორმალური, აბსოლუტურად ავადმყოფი, აბსოლუტურად დამოკიდებული – უკვე არ ვიცი, რა პრეპარატები ჰქონდა – სააკაშვილი, რომელმაც საქართველო წინააღმდეგობის, ქაოსის, პრობლემების უფსკრულში ჩაითრია, მას ფეხზე დამდგარი უკრავდნენ ტაშს. კაცი უკვე სახურავზე ცხოვრობდა. ხომ გახსოვთ, როგორ დახტოდა სახურავზე. ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. როგორ იქცეოდა აბსოლუტურად არაჯანსაღ ადამიანად.” – თქვა რუსმა მაღალჩინოსანმა.

ზახაროვა ირწმუნება, რომ დასავლეთში სიძულვილს იწვევს ქართველების მიერ რელიგიის სიყვარული. მისივე მტკიცებით, “დასავლელებს” ქართული ტრადიციების განადგურება უნდათ.

“საქართველოში რელიგია მუდამ განსაკუთრებულ ადგილზე იდგა. იყო სხვადასხვა წლები, სხვადასხვანაირად იყო, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის პატივისცემა და სიყვარული… არც კი ვიცი როგორ ვთქვა… სალოცავების მიმართ, ჩემთვის ყოველთვის აღსანიშნავი მომენტი იყო. ამას ვხედავდი ნაცნობებში, მეგობრებში, საქართველოს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნების, კულტურის ნამუშევრებში, ამას ვხედავდი ქართულ კინემატოგრაფიაში, ამას ვხედავდი იმ ტრადიციებში, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, ინახებოდა, გრძელდებოდა, მათ შორის სახე იცვლებოდა, მაგრამ, ამასთან ერთად, არსობრივად ურყევი რჩებოდა. ვფიქრობ ეს დასავლეთის მხრიდან კოლოსალურ სიძულვილს იწვევდა. დასავლეთის, რომელსაც ტრადიციულად, მრავალფეროვნების პრეტენზიის მიუხედავად, არ შეუძლია ვინმეს მათი დოგმებისგან განსხვავებული შეხედულების გამოხატვის უფლება მისცეს. გასაოცარია, მაგრამ ამას ხომ ახლა ყველა ვხედავთ, რომ ამ სიტყვას, “მრავალფეროვნებას”, დასავლეთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იღებს, მხოლოდ მაშინ, როცა საუბარია სქესის შეცვლაზე.

დასავლელებს სჭირდებათ გაანადგურონ ის საფუძვლები, გაანადგურონ ის რწმენა, რომელიც ხალხის სულიერებას ავსებდა და რომელმაც გადაარჩინა ისინი. მათ სჭირდებათ სწორედ განადგურება… მათ უნდათ დაამცირონ ის, რაც ადამიანებისთვის ყოველთვის წმინდა იყო, თუნდაც არ ყოფილიყო ფორმით, მაგრამ შინაგანად ეს ცეცხლი იწვოდა. ბოდიში ამ მეტაფიზიკურობისთვის, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ძლიერმა რწმენამ, შინაგანმა რწმენამ, საქართველოში ადამიანების მიერ სხვადასხვაგვარად გამოვლენილმა რწმენამ გადაარჩინა ისინი იმისგან, რისი გაკეთებაც უნდოდათ მათთვის.” – თქვა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი სპუტნიკთან საუბრის დროს სააკაშვილს კიდევ ერთხელ შეეხო.

“შეგახსენებთ, ვინ და რა იყო სააკაშვილი. სააკაშვილი მოვიდა ლოზუნგებით, რომლებიც საქართველოს სჭირდებოდა და დიდი ხანი ელოდნენ: კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკურ უკუსვლასთან ბრძოლა, ბრძოლა განვითარებისთვის, ყველაფერი კარგისთვის, დიდი აქცენტებით პრობლემებზე, ანუ ის, რასაც დღეს ცხად პოპულიზმს დავარქმევდით, მაგრამ მან თვალსაჩინოდ გამოკვეთა პრობლემური საკითხები, რომლებზეც ის ფოკუსირებული იყო. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი იყო მტკივნეული, ყველაფერი გადაიტანეს და ხალხის სურვილი არსებობდა, რა თქმა უნდა, ისინი მას მიენდნენ.

ძალიან კარგად მახსოვს ჩემი მეგობრები, ჩემი მშობლების მეგობრები საქართველოდან, თბილისიდან როგორ განწყობაზე იყვნენ. ამბობდნენ: “ის ყველაფერს სწორად ამბობს, ლაპარაკობს იმაზე რაც გვჭირდება, ამას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით, ის იქნება ხელი, რომელიც უკომპრომისოდ შეებრძოლება მექრთამეობას, “ოჯახურობას” ცუდი გაგებით, განსაკუთრებით სამართალდამცველ ორგანოებში”. ხომ გახსოვთ რით დაიწყო? პოლიციის ფორმები, რეფორმები, ქრთამის არაღება, [მოწოდებები] ყველა თავაზიანი ყოფილიყო და ა.შ. და როგორი იყო რწმენისა და ნდობის განწყობა…

ეს ყველაფერი გადაიქცა კარიკატურად. საშინელ პოტიომკინის სოფლად, სადაც ფასადად საუბრობდნენ განვითარებასა და წინსვლაზე, შიგნიდან კი სიცარიელეც არ იყო. შიგნიდან თხრიდნენ ხრამს, ამ დეკორაციის მიღმა თხრიდნენ საფლავს საქართველოსთვის, რადგან ბოლომდე დაემორჩილებინათ ის დასავლური გავლენისთვის, დაენგრიათ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტრადიციები, ჩამოერთვათ იდენტობა და გამოყენებინათ დანიშნულებისამებრ… მაგრამ მაშინ, კვლავ, ტრადიციული შაბლონების შესაბამისად, საქართველოს აქებდნენ. ნებას აძლევდნენ გაეკეთებინათ ისეთი რაღაცები, რისი უფლებაც ევროკავშირსა და NATO-ს შიგნით არ აქვთ თავად. აქებდნენ, აძლევდნენ ტრიბუნებს, კრედიტებს, ნდობას, ყველაფერს, ოღონდაც სააკაშვილს ჩქარა მიეყვანა ეს ყველაფერი ჩიხში.

როგორც კი საქართველოში სიტუაციის გამოსწორება დაიწყო სუვერენიტეტის გამტკიცების კუთხით, საკუთარი პოლიტიკური კარკასის გამყარებით, სახელმწიფოებრიობის გამყარებით, მაშინვე დაიწყო დამცირებები, ბინძური დამცირებები, დამცირებები მაღალი ტრიბუნებიდან – მაღალი ტრიბუნებიდან! გესმით?!… მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ზელენსკის უამრავი საკუთარი პრობლემა აქვს, საქართველოს მაინც დაანებეთ თავი. ზელენსკის ახლა საქართველოზე არაფერი აქვს სასაუბრო.” – ილაპარაკა ზახაროვამ გადაცემაში.

წყარო