““რუსთავი 2” ჭიათურისა და ზესტაფონის მოსახლეობისაგან მოპარული ფულით ფინანსდება” –

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, :
“რუსთავი 2” ჭიათურისა და ზესტაფონის მოსახლეობისაგან მოპარული ფულით ფინანსდება. იგი წელიწადში იმაზე მეტს იღებს ფარულად, შავი ფულის სახით სახით, ამ რაიონებში მოქმედი “ჯორჯიან მანგანეზისაგან”, ვიდრე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გასული წლის ბიუჯეტი იყო. ჭიათურის ბიუჯეტი 2024 წელს 32 მილიონ ლარს შეადგენდა. “რუსთავი 2”-ის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ტელეკომპანიის ხარჯები გასულ წელს 55 მილიონი ლარი იყო. მისი საკუთარი შემოსავლები (რეკლამებიდან და სპონსორობიდან) მხოლოდ 14 მილიონ ლარს შეადგენდა, დანარჩენი 41 მილიონი ლარი კი დამფუძნებლებმა შეუვსეს. თუ საიდან მოიტანეს ეს ფული, არსად წერია. სინამდვილეში იგი “ჯორჯიან მანგანეზის”( ზესტაფონის “ფერო” და ჭიათურის მანგანუმის საბადო) ძარცვითაა მოპოვებული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ფულის ნაწილი ბიუჯეტში შევიდეს, ნაწილით დასაქმებულთა ხელფასები გაიზარდოს, ნაწილი საწარმოს განვითარებას, ნაწილი კი ეკოლოგიური პრობლელების მოგვარებას მოხმარდეს, იგი სამთავრობო პროპაგანდისტული არხის კრიმინალური გზით დაფინანსებისათვის გამოიყენება. გასულ წელსაც ( ისევე როგორც წინა წლებში) “რუსთავი 2 “ მსგავსი შავი სქემით დაფინანსდა. მისმა მეპატრონემ 31 მილიონი ლარი “ჩაასხა” ტელეკომპანიაში 2023 წელს, კვლავ ამ საწარმოდან მითვისებული ფულიდან. როცა “რუსთავი 2”-ისთვის მხოლოდ ორ წელიწადში 72 მილიონ ლარს იპარავ “ჯორჯიან მანგანეზიდან”, რამდენს მოიპარავდნენ საკუთარი მიზნებისათვის ხელისუფლების კლანის წარმომადგენლები, ძნელი მისახვედრი არ არის. ეს თანხა ოფშირებშია გადამალული. “ჯორჯიან მანგანეზი” უცხოელების საკუთრებაში არსებული საწარმოა, რომელსაც ათი წელია “ოცნების” კლანი მართავს ე. წ. დროებითი ადმინისტრაციის სახით. მესაკუთრეებისათვის საწარმოს ფაქტობრივი ჩამორთმევა ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურების საბაბით მოხდა, სინანდვილეში კი უმოწყალოდ იძარცვება და ბუნების დაცვის კუთხითაც არაფერი გაკეთებულა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ხმაურიანი სასამართო განხილვის თემა იქნება, ასეულ მილიონობით ლარის მითვისებისა და ფულის გათეთრების კუთხით.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)