“რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინეთ ეს თქვენ გარშემო” – ჩერგოლეიშვილი

ვისაც რეჟიმის ცვლილება სურს, ამ პოსტით, მხოლოდ მათ ველაპარაკები.
ძალიან გთხოვთ, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა რეჟიმის მიერ არჩევნებად წოდებულ ფარსში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინეთ ეს თქვენ გარშემო. 1. იმისთვის რომ მართოს, ყველანაირ რეჟიმს სჭირდება ლეგიტიმაცია! 2. ლეგიტიმაცია არაა მხარდაჭერა, ან მოწონება, ლეგიტიმაციაა რეჟიმის ნების რუტინული აღსრულება. 3. როცა რეჟიმის ნების აღსრულების რუტინა ირღვევა, რეჟიმი დასასრულისკენ მიდის და სრულდება. 4. რეჟიმის ნების აღსრულების რუტინა დარღვეულია ნაციონალურ დონეზე და საერთაშორისო დონეზე. რეჟიმი ვეღარ ახერხებს ნორმალურად გამოიყურებოდეს – პარლამენტობანა და საერთაშორისო ურთიერთობანას თამაში აღარ გამოსდის, ვეღარც სტრატეგიულ ბუნდოვანებას ინარჩუნებს. 5. იმისთვის რომ რეჟიმის დასასრული დაჩქარდეს, ლეგიტიმაციის ეროზიის პროცესმა ადგილობრივ დონეზეც უნდა ჩააღწიოს და გაჯდეს. 6. მუნიციპალური არჩევნები ლეგიტიმაციის ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური აქტია რომელიც ადგილობრივ დონეს შეეხება. 7. თქვენი არ წასვლით, რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზიას ახდენთ და მის დასასრულს აჩქარებთ! 8. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ადგილობრივ დონეზე, რომ რეჟიმის ნება, ლეგიტიმაცია მიეღო საქართველოს მოქალაქეებისგან, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ აღასრულა. 9. მიუხედავად იმისა რას დაწერს რეჟიმის ცესკო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყურიდან ყურში, წყაროზე, ბირჟაზე, სალონებში, წვეულებებზე, მაღაზიებში, ავტობუსებში … ყველგან, სადაც ხალხია, ლაპარაკობდნენ რომ “ჩემ გარშემო არავინ მიდის”. 10. ჩათვალეთ რომ არმონაწილეობით, ანტიბიოტიკს იღებთ ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ, რომელიც თქვენს ორგანიზმს ჭამს! გახსოვდეთ, რომ თქვენ არჩევნებს არ უცხადებთ ბოიკოტს. ეს არჩევნები არ არის! ხშირად დასმული შეკითხვები: 1. ჩემს ხმას გამოიყენებს, თუ არ მივედი – მისვლას გამოიყენებს და თქვენს ხმას რასაც უნდა იმას უზამს და ვერსად იჩივლებთ. 2. მეორე ტური მაინც გავუჩალიჩოთ – ვერ გაუჩალიჩებთ, თუ გაიჩალიჩა ესეიგი აწყობს, მაგრამ არ აწყობს.
მეორე ტურზე ხმებს ხაზარაძე ყრის რომ მოტყუებით მიგიყვანოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება