ხვალ, 1 ოქტომბერს “წალენჯიხა გრანელობა 2025”- ით შევაჯამებთ პოსტ.საბჭოთა სივრცეში ერთადერთი ოპოზიციური კოალიციიის 4 წლიან მუშაობას. ოთხი წლის განმავლობაში სფერო, რომელსაც ვკურირებდი იყო: განათლება, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, დეოკუპაცია. ვიყავი ყველგან სადაც ადამიანი ჩემგან ელოდნენ დახმარებას, არ აქვს მნიშვნელობა იყო წვიმა, ქარი დიდთოვლობა თუ წყალდიდობა! არ ვყოფილვარ მხოლოდ ერთი პარტიის ვიცემერი- ვიყავი ყველასთვის ვინც წალენჯიხაში ცხოვრობს! ამის დასტურია ის სიკეთეები რაც მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze ერთად ვაკეთეთ. დაწყებული Iza Omadze ნიკო კვარაცხელიას IT აკადემიიდან დასრულებული იუვენტუსის აკადემიით. ყველა საქმის ამოსავალი წერტილი იყო – მოქალაქე! წალენჯიხის წარმოჩენა და მისი ისტორიის დაფასება. კარდაკარზე აღარავისთან მივალ გასაცნობად, რადგან თითოეული წალენჯიხელი უკვე ვიცი, ვიცნობ და ეს წლები მათი ცხოვრებით ვიცხოვრე. ოთხი წელი არც შვებულებით, არც უქმეებით მისარგებლია, რადგან არ დავღლილვარ საქმით, რომელიც მავსებს და მაცოცხლებს! კიდევ ერთი ფურცელი ჩემი ცხოვრების ღირსეულად გადაიფურცლება და ვარ ამაყი, რომ ბოლომდე ვემსახურე ჩემს კუთხეს და ქვეყანას! ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მდიდარი, შემდგარი და მჭიდროდ დასახლებული კუთხე თუ გავიაზრებთ, რომ აფხაზეთის დაბრუნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპული გზა, არის ჩვენი კუთხის და ქვეყნის ხსნა! ჩვენ უნდა შევძლოთ საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევა! ამას უნდა ბრძოლა, რომ შვილებს ვალად არ დავუტოვოთ საბჭოთა საქართველო. ამ ბრძოლაში 2021 არჩევნების მეორე ტურიდან ვიყავით ერთად გია ხარჩილავა / Gia Kharchilava ბრძოლას მივიყვან ბოლომდე! დანარჩენი ხვალ 16:00 სთ სახალხო მსვლელობაზე, 17:30 საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვებაზე 18:30 კი ჯგუფ ,,რეგიონის” კონცერტზე გეპატიჟებით! ისტორიული კოალიცია შედგა, Vano Burduli იმუშავა და აჩვენა, რომ ერთპარტიული დიქტატი დიქტატურაა! გელოდებით ხვალ წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე! 300 დღე ვიდექი სამსახურის შემდეგ ზუგდიდის აქციაზე და მანამ ვიდგები ქუჩაში სანამ გამარჯვებას არ მოვიტანთ! ასე შევპირდი ხალხს! სიტყვა კი სიტყვაა! მიყვარხართ და მუდამ მიგულეთ რიგით მებრძოლად თქვენი და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.
