ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
რატომ არ უნდა მივიდეს 4–ში არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი არჩევნებზე–მიზეზები ბევრია, თუმცა მთავარს ვიტყვი:
ოცნებამ თავსლაფი დაასხა ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, როცა ეს ქვეყანა პატარა, ჩაკეტილ კრიმინალურ კარტელად აქცია. ყველა ინსტიტუტი მოსპო, კურსი შეცვალა, უახლოესი პარტნიორები დაგვაკარგინა და ომი გამოუცხადა, ასობით ათას მოქალაქეს აგენტს ეძახის და გასანადგურებელ ობიექტად ყავს მონიშნული. ოფიციალური პოლიტიკაა, რომ არასასურველი მოქალაქეები ქვეყნიდან უნდა გაიქცნენ. ყველაფერი რუსული აქვს, მმართველობის სტილი, რიტორიკა, ლამის ყველა ფრაზა, პროპაგანდა. რა შეგვიძლია ჩვენ, როცა არჩევნებით ამათი შეცვლა ამ ვითარებაში გამორიცხულია, როცა ოცნებას რამდენ ხმასაც უნდა იმდენ ხმას დაიწერს – რამდენიმე ათას ქოცს შემოატარებს უამრავ უბანს ერთ დღეში და მიაცემინებს ხმას, ისე რომ ხელს ვერ შეუშლი. ერთადერთი რაც ამ ვითარებაში შეგვიძლია, არის ის, რომ ჩვენც თავსლაფი დავასხათ. იაგოს ამომრჩეველთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, სხვა განზომილებაა. მაგრამ ლელოს და გახარიას ამომრჩეველი ძირითადად ის ხალხი იყო, ვისაც რეჟიმის შეცვლა უნდა. ეს ამომრჩეველი არ უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ ოცნებამ აიღოს ხმების მინიმუმ 90%. დანარჩენი ათი იყოს იაგოსი და ალტინფოსი. ეს შედეგი უნდა მივარტყათ ქოცებს შუბლზე და იარონ ამ დამღით. ხაზარაძის გულზე მჯიღის ცემას ვუყურე გუშინ, ძალიან აწვებოდა ოპოზიციურ ამომრჩეველს გამოდით არჩევნებზეო. ხვდება, რომ მძიმედ აქვს საქმე. არ დაიჯეროთ მისი არცერთი სიტყვა. დეტალებზე ჩაყოლა მეზარება.
ამ ორ პარტიასაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ეგეთ კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ბედით თამაში დასჯადია.




