– გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! – ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ხალხს მოუწოდებს, 4 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში ტელევიზორთან და გამარჯვების აღსანიშნავად დედაქალაქის მთავარ გამზირზე გავიდნენ.
„ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე. არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან! ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება“,- აღნიშნავს ლაშა ტყეშელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”