ჩორჩანაში გიორგი გახარია იცავდა ქართულ მიწას, მის წინააღმდეგ შეთითხნილი 20- წლიანი საქმით კი „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებში მოქმედებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდიამ სიჭინავამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მმართველი პარტიის მხრიდან ჩორჩანას საკითხზე გამოძიების დაწყება და საგუშაგოს განთავსებისთვის დანაშაულის დარქმევა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის აჩენს პოლიტიკურ სამართლებრივ საფუძვლებსა და იმედს, რომ მოხდება საგუშაგოს დემონტაჟი და ქართლი მიწის ამ ნაწილის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის კონტროლ ქვეშ მოქცევა.
„ოკუპანტისთვის ბოდიშის მომხდელი, გიორგი ანწუხელიძის გმირობის გამაუფასურებელი, საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაწყების დამბრალებელი „ოცნება“ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატში ამხილა. გუშინ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა გააკეთა საგანგაშო განცხადება, კერძოდ, „ოცნების“ მხრიდან ჩორჩანას საკითხზე გამოძიების დაწყება და საგუშაგოს განთავსებისთვის დანაშაულის დარქმევა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის, როგორც თავად განმარტავენ, აჩენს პოლიტიკურ სამართლებრივ საფუძვლებსა და სერიოზულ იმედს, რომ მოხდება საგუშაგოს დემონტაჟი და ქართული მიწის ეს ნაწილიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის კონტროლ ქვეშ მოექცევა, რასაც ისინი უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას უწოდებენ.
კიდევ ერთხელ დადასტურდა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩორჩანაში გიორგი გახარია იცავდა ქართულ მიწას, მის წინააღმდეგ შეთითხნილი 20-წლიანი საქმით კი „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებში მოქმედებს.
მოვითხოვთ, კონკრეტულ განმარტებებს, რომ ქართული საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე გამართული შეხვედრის შესახებ, ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმის მიერ გამოხატულ პრეტენზიებსა და ჩვენი მხარის მიერ დაფიქსირებულ პოზიციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
