მშვიდობის შენარჩუნება ყოველთვის იყო ევროკავშირის მთავარი ამოცანა და მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტები დროთა განმავლობაში განსხვავდებოდა, მიზანი იგივე დარჩა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 3 წელი და 7 თვე გავიდა. უკრაინა აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას ბრძოლის ველზე და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია. ბოლო 1000 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის მხოლოდ 1% დაიპყრო. ეს მიუხედავად იმისა, რომ წელს ბრძოლის ველზე მეოთხედ მილიონზე მეტმა რუსმა დაკარგა სიცოცხლე“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა სულ უფრო იზრდება.
„რუსეთი კი სულ უფრო მეტი ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ ექცევა. საპროცენტო განაკვეთები 17%-ია, ხოლო ინფლაცია 10%-ზე გაცილებით მაღალი. მტკიცედ მჯერა, რომ იმ მომენტში ვართ, როდესაც ჩვენი მხრიდან გადამწყვეტმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
