ივანიშვილი ზუსტად გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წერს საკუთარ განაჩენს! – თინა ხიდაშელი

ბიძინა ივანიშვილი ზუსტად გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წერს საკუთარ განაჩენს! – ამის შესახებ თადვაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ “ოცნების” დამფუძნებელი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე არ გაჩერდება – “კიდევ შემოგვთავაზებს ამ მრავლის ნანახ ქვეყანაშივ კი ჯერარნახულ სისასტიკის მასტერკლასს”.
მისი თქმით, ის თუ როგორც ექცევა ივანიშვილი “მის პირად ტყვეს, იქნება მისი მთავარი განაჩენი რეჟიმისგან თავისუფალ საქართველოში”.
ყველა უბედურების მიხედავად რაც ქვეყანას თავს დაატეხა ივანიშვილმა, ის თუ როგორ ექცევა თავის პირად ტყვე ბაჩიაშვილს იქნება მისი მთავარი განაჩენი რეჟიმისგან თავისუფალ საქართველოში.
– ბაჩიაშვილის მოტაცება და სრულიად უკანონო პატიმრობა;
– ბაჩიაშვილის შეკვეთილი ცემა სამარტოო საკანში;
– ბაჩიაშვილზე ზეწოლისთვის დამონებული პარლამენტი, რომელმაც სპეციალურად კანონები შეცვალა;
– საქმის აღძვრა მის მშობლებზე, ისევ და ისევ ტყვეზე ზეწოლისთვის …
დარწმუნებული ვარ აქ არ გაჩერდება და კიდევ შემოგვთავაზებს ამ მრავლის ნანახ ქვეყანაშივ კი ჯერარნახულ სისასტიკის მასტერკლასს ….
კიდევ ერთხელ, ზუსტად გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წერს საკუთარ განაჩენს!”- წერს თინა ხიდაშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი