შსს-ის ინფორმაციით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული – მასთან ერთად, ამავე ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ხ. და ვ.ქ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – მმართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაქეზებით ცდილობს – რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება

გიორგი ბაჩიაშვილი – არ ვარ დამნაშავე, მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურე – შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც, მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება